ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 184 მლნ დოლარი შეადგინა

2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,

რაც მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30%-ია.

"ვინაიდან თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა, შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.