იტალიური წარმოების ულამაზესი ნავი აუქციონზე გაიყიდება

ყველაზე ლამაზად აღიარებული, კლასიკური იტალიური წარმოების ძრავიანი ნავი, მიმდინარე წლის მაისში მონაკოში დაგეგმილ სოტბის აუქციონზე გაიყიდება.

1974 წელს შექმნილი კატერი, სახელად Riva Aquarama Special Lealena, რომელიც ერთ-ერთია 769 Aquaramas-ს შორის, აღჭურვილია ორმაგი დაბერვის - V8 ძრავით. ნავი მაკაგონის ხის პანელებით არის შემოსული.

როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი  ცნობილი იტალიელი ავტომწარმოებელი ფერუჩიო ლამბორგინი იყო.

ლოტის გასაყიდი ფასი ამ დროისთვის დაკონკრეტებული არ არის, თუმცა აქამდე გაყიდული მსგავსი ნავების საწყისი ფასიდან გამომდინარე, ის სულ ცოტა 600,000 დოლარი ეღირება.

კოკა კვირკველია