ტრადიციების ლაბორატორია

"მარან-ლაბორატორიაში არა მხოლოდ უძველეს ტრადიციებს სწავლობენ, არამედ ცდილობენ, კოლხური თავისებურებების აღმოსავლეთში დანერგვას და პირიქით. საამისოდ მარნის ეზოში ვენახიც გააშენეს, 107დასახელების ვაზის ნაკრებით"

მარანი, სულხან-საბას განმარტებით, საღვინე სახლს ნიშნავს და საქართველოში ორნაირი ფორმა აქვს - ღია ან დახურული. დასავლეთ საქართველოში ქვევრებს ღია ცის ქვეშ ფლავენ, აღმოსავლეთში კი - დახურულ ნაგებობაში, სადაც თაკარა სიცხეშიც კი უნდა გრილოდეს. სამწუხაროდ, მეღვინეობის განვითარების ბევრმა მოსურნემაც არ იცის, რატომ განსხვავდება კოლხური მარანი იბერიულ-კახურისგან.

ამას წინათ ერთმა განთქმულმა ქვევრების ოსტ­ატმა მიამბო, რომ მასთან ფულიანი კაცი მისულა და უთქვამს, ვენახი გავაშენე, ღვინის ბიზნესი მინდა დავიწყო, ქვევრების შეძ­ენას­ ვაპირებ, მანქანით მიგაბრძანებ და სამარნეს გაჩვენებ,­ მერე კი მირჩიე, როგორი ქვევრები შევიძინო და რა განლაგებით დავფლაო. ოსტატი სახტად დარჩენილა, როცა იმ კაცს ქვემო­ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, კაპიტალურ­ ნაგებობაში შეუყვანია. ქვევრების ოსტატს უთქვამს, ეს შენობა ან სხვა დანიშნულებით გამოიყენე და ქვევრები სხვაგან ჩაყარე, ან დაანგრიე და ქვევრებზე­ მერე ვილაპარაკოთო. კარგა ხანი დასჭირვებია ასახსნელად, რომ დასავლეთ საქართველ­ოში ასეთი მარანი გაუმართლებელია, რაც ოდესღაც იმ კაცის წინაპარსაც კარგად ეცოდინებოდა...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 18 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად