ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2447 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2447 იქნება. კურსი, რომელიც 15 აპრილიდან მოქმედებდა, 2.2519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5367 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.5392 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.