ლილოს დასახლებაში ჭურჭლის საწყობი დაიწვა

ლილოს დასახლებაში ჭურჭლის საწყობს ხანძარი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დამწვარია 300-400 კვადრატული მეტრის ფართი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, რის შესაბამისადაც მეხანძრეთა დიდმა ნაწილმა ადგილზე მუშაობა დაასრულა.

”ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის პატარ-პატარა კერები, რომელთა ლიკვიდაციაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ მეხანძრეთა ორი ჯგუფი მუშაობს. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.