პეკინის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დააჯილდოეს

პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქროს მედლით დააჯილდოეს. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრიზი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ნომინაციაში საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისათვის გადასცეს.

პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე COTTM 2016 საქართველოს სტენდთან სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაცია და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, ვიდეორგოლების პრეზენტაცია მოეწყო. პეკინის გამოფენაზე ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, Caucasus Travel, Travel Shop, Visit Georgia და Georgica Travel მონაწილეობდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე COTTM 2016 მსოფლიოს 65 ქვეყნიდან 380-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.