ქუთაისში 2200 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგო

ქუთაისის მერიისა და რეგიონული სატყეო მეურნეობის ერთობლივი ინიციატივით 2200 ხე დაირგო. წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები ქალაქის მახლობლად, „მუხნარის“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში დაირგო.

აქციაში ქუთაისის მერი შოთა მუღულია, საკრებულოს დეპუტატები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.

„გამწვანების აქციების მოწყობა და მასში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს“, - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ.