კანცელარიასთან „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

სახელმწიფო კანცელარიასთან „ცენტრ-პოინტის“ ჯგუფის მიერ დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, თვენახევარია, რაც 300-მა ადამიანმა, ქართველმა ემიგრანტებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, გადაუგზავნეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საქმეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და მოითხოვეს იმ ბინების გადაცემა, რომლებიც მათ ეკუთვნით. ამავდროულად ისინი მოითხოვენ სამართლის აღსრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი მათ არ შეხვდება, აქციის მონაწილეები აპირებენ აქციების პერმანენტულად გამართვას. მათი თქმით, მორიგი აქცია ორშაბათს გაიმართება.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი მათ არ შეხვდება, შესაძლებელია დაიწყონ შიმშილობა. აქციაზე არის ბანერები წარწერით - „სასამართლო უსამართლოა“.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.