ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

”2016 წლის 20 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2324 შეადგინა”, - ნათქვამია განცხადებაში.