Art Boutique Hotel - „სენტა ჯგუფი" თბილისში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ხსნის

„სენტა ჯგუფმა“ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი, 30-ნომრიანი სასტუმრო გახსნა.

კომპანია "სენტა ჯგუფის" თანამესაკუთრემ ზაალ იაკობიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო, თბილისის მერიის პროგრამის - „იაფი კრედიტი“-ს დახმარებით ააშენეს, შემდეგ კი, მართვაში გადასცეს ამ სფეროში მოღვაწე გამოცდილ კომპანიას.

მისივე თქმით, "სენტა ჯგუფი" ძირითადად, ნავთობპროდუქტების მიმართულებით მუშაობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესშიც აქტიურად ოპერირებს.

"სენტა ჯგუფს" ასევე ეკუთვნის ნუცუბიძის მესამე პლატოზე 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ზაალ იაკობიძემ იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო წარმატებით იმუშავებს.

თაბუკაშვილის 33 ნომერში მდებარე სასტუმროს გახსნის ცერემონია დღეს 19 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან თბილისის მერი და მისი მოადგილეები.

(R)