ლარი მცირედით გაუფასურდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2318 ლარი გახდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2318 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5130 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5236 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.