პირველი მფრინავი მოტოციკლი მსოფლიოში

Hoverbike - ერთგვარი კვადკოპტერია, რომელიც აერთიანებს ველოსიპედის სიმარტივესა და ვერტმფრენის სიმსუბუქეს. მისი შემქმნელების თქმით, ეს არის პირველი მფრინავი მოტოციკლი და ახალი სიტყვა ტრანსპორტირების ისტორიაში. მისი გამოყენება ბევრი დანიშნულებით შეიძლება. როგორც ამბობენ, ის არამარტო პერსონალური გადაადგილების განახლებული ფორმაა, არამედ მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საძიებო და სამაშველო სამუშაოების შესრულებისას, ასევე მეურნეობასა და პირუტყვის მწყემსვის, მობილიზაციის დროს. ამ ეტაპზე Hoverbike-ის სატესტო მცირე ზომის დრონი არის შექმნილი, თუმცა მისი გამომგონებლების გუნდი აქტიურად მუშაობს ადამიანის ზომის პროტოტიპის დამზადებაზე, რომლის გამოყენება აქტიურად შეეძლებათ სამთო მაშველებს, ასევე ბუნებრივი კატასტროფის დროს სამაშველო პერსონალის დროულად ტრანსპორტირებისთვის შემთხვევის ადგილას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე