მსოფლიო ბაზარზე, შესაძლოა, ბანანის დეფიციტი გაჩნდეს

მსოფლიო ბაზარზე ბანანის გაქრობის საშიშროებაა. "სიენენის" ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება დაავადება, რომელიც ბანანის მოსავალს ანადგურებს. იგი საფრთხეს უქმნის ლათინური ამერიკის რეგიონს, რომელიც მსოფლიოში ბანანის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

დაავადება, რომლის სახელია "პანამის დაავადება" უკვე გავრცელდა ავსტრალიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

მსგავსი დაავადება 1960-იან წლებშიც იყო გავრცელებული და იმ დროს არსებული ბანანის ყველაზე გავრცელებულ სახეობას შეუქმნა საფრთხე, სწორედ მაშინ მწარმოებლებმა გამოიყვანეს ახალი ჯიშის ბანანი, რომელიც დაავადების მიმართ რეზისტენტული იყო.

განაგრძეთ კითხვა