"მითხრეს, შენს მანქანას ინტერპოლი ეძებსო"...

"საქართველოში თაღლითური, კრიმინალური გზით მანქანების შემოყვანის ქსელი დიდი ხანია მოქმედებს"

"კვირის პალიტრის" 11-17 აპრილის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით "ლევი" მანქანები რუსეთიდან!", სადაც საუბარი იყო თაღლითურ სქემაზე, რომლითაც რუსეთში ნაყიდი ავტომობილები საქართველოში იყიდება და რამაც, შესაძლოა, შემდგომში კეთილსინდისიერი მყიდველები დააზარალოს. ამ სტატიას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ტერიტორიაზე "მოპარული" ავტომობილები საქართველოში უკვე წლებია იყიდება და არავინ იცის, როდის აღმოჩნდება რომელიმე მანქანა ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში.

ავთო გოდუაძე, დაზარალებული:

- მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" წავიკითხე სტატია რუსეთიდან შემოყვანილ მანქანებთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზე, გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით და ჩემი ამბავი მომეყოლა. 2006 წელს მოქალაქე თამაზ მაჭავარიანისგან ჯიპის ტიპის ამერიკული ავტომობილი "ფორდ ექსპედიშენი" შევიძინე. როგორც ვიცოდი, პირი, ვისგანაც მანქანა ვიყიდე, თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილთან მუშაობდა და მან ეს მანქანა ბადრი პატარკაციშვილისგან შეიძინა. მანქანა ჩემი შვილის სახელზე გავაფორმე და მისი სახელმწიფო ნომერია SMT 999. წლების განმავლობაში უპრობლემოდ ვსარგებლობდი, რამდენჯერმე საზღვარგარეთაც გავედი და მათ შორის, საქართველო-თურქეთის­ საზღვარიც გადავკვეთე.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 25 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი