ბორჯომში ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა

ბორჯომში სასაფლაოსთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე.

გამგებლის თქმით, მოწესრიგდა აღნიშნული გზის 206 გრძივი მეტრი მონაკვეთი, დაიგო არმირებული ბეტონი, მოეწყო გვერდულები.

”რეაბილიტაციამდე აღნიშნულ გზაზე მანქანებისათვის უსაფრთხოდ გადაადგილება ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენდა. დღეს კი, ისინი თავისუფლად შეძლებენ მოძრაობას”, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ცემშიც. მოწესრიდგება გზის 248 მეტრი მონაკვეთი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 300 ლარით ფინანსდება.