გერმანიის აეროპორტები ხვალ შეფერხებით იმუშავებს

გერმანიის რამდენიმე აეროპორტში 27 აპრილს ფრენები შეფერხებებით განხორციელდება. როგორც euronews.ge წერს, პროფესიული კავშირების გაერთიანება Verdi დიუსელდორფის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰანოვერის, ბონის, კიოლნისა და დორტმუნდის აეროპორტების თანამშრომლებს ოთხშაბათს გაფიცვისკენ მოუწოდებს.

”პროფკავშირების ცნობით, გაფიცვა წინასწარ გამოცხადდა იმის გამო, რომ მგზავრებს საშუალება ჰქონდეთ, შეცვალონ თავიანთი მარშუტები ან ისარგებლონ სხვა აეროპორტებით”, - აღნიშნავს euronews.ge.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/5584