შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით, ხვალ, ”თიბისი გალერეაში” პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებაზე ცნობილი გახდება იმ შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც კონცერტებს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გამართავენ.

პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და ”ისთერნ პრომოუშენსის” დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვებიან.