რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატება

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატება. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებულ ავტომობილებს დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაათვალიერებს.

სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება. 20 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა რაიონულ სამსახურებს საჭიროების მიხედვით გადაეცემა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 180 საშუალო და მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014 წელს გადაეცა. 20 ახალი სპეცმანქანების დამატების შედეგად, ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდება.