ნავთობის ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია

აშშ-ში ნავთობის მარაგების შემცირების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ხუთთვიან მაქსიმუმს მიაღწია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 1,3%-ით - ბარელზე 46,32 დოლარამდე გაიზარდა.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,2%-ით გაიზარდა WTI-ის ნავთობის ფასი და ბარელზე 44,58 დოლარი შეადგინა.