გარდაბანი 2-ის მშენებლობა სავარაუდოდ, 2017 წელს დაიწყება

გარდაბანი 2-ის მშენებლობის პროცესი სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება.

გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ განხორციელებული ფასთა გამოკითხვა უკვე შედგა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გარდაბანი 2-ის მშენებლობაზე ინტერესი ექვსმა უცხოურმა კომპანიამ გამოხატა.

კორპორაციაში სხვა დეტალებს, მათ შორის პროექტის ღირებულების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით დეტალების დაზუსტების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.

ქრისტინე გამთენაძე