ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

ხვალიდან ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.

ამის შესახებ თბილისის მერიიდან აცხადებენ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს. აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.