ახალი ქართული სიმინდის ფქვილი „ნალია“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სავაჭრო ქსელებში ახალი ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი, ,,ნალია” გამოჩნდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ერთ და ორ-კილოგრამიან შეფუთვებში სიმინდის ფქვილს ინდმეწარმე სოფელ შემოქმედიდან, გენადი მახარაძე აწარმოებს.

პროექტი ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში 5000 ლარით დაფინანსდა.

ამ ეტაპზე „აწარმოე საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მხარდაჭერით შემუშავებული პროექტები 110 000 ლარით დაფინანსდა. ჯერჯერობით დაფინანსების მოლოდინში 600 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტია.

ქრისტინე გამთენაძე