G7-ის ქვეყნები ნავთობისა და გაზის სფეროს განვითარებაზე შეთანხმდნენ

G7-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები ნავთობისა და გაზის სფეროს განვითარების მიზნით ინვესტიციების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ სფეროში ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომიწოდების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია G7-ის ენერგეტიკის მინისტრთა მიერ შეთანხმებულ დოკუმენტში.

მინისტრების შეხვედრა ორი დღის განმავლობაში იაპონიის ქალაქ კიტაკიუსოში მიმდინარეობდა. მაისის ბოლოს იაპონიაში G7-ის სამიტი გაიმართება.