მზის ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავი არიზონაში ჩავიდა

მზის ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2 აშშ-ში, არიზონას შტატის დედაქალაქ ფენიქსში დაჯდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, თვითმფრინავმა 16-საათიანი რეისი შეასრულა კალიფორნიიდან არიზონას მიმართულებით.

17 ათასი ბატარეით აღჭურვილი თვითმფრინავი ენერგიას მხოლოდ მზისგან იღებს. უახლოეს დღეებში Solar Impulse 2 კიდევ ორ რეისს შეასრულებს აშშ-ის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ატლანტიკის ოკეანეს გადაკვეთს.

პროექტის ავტორები შვეიცარელი პილოტები ბერტრან პიკარი და ანდრე ბორშბერგი არიან. პილოტებმა Solar Impulse 2-ით მოგზაურობა გასული წლის მარტში აბუ-დაბიში დაიწყეს. პროექტის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შესაძლებლობების დემონსტრირებაა.