ჩუღურეთში 200 წიწვოვანი ნერგი დარგეს

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და მოსახლეობამ მიიღო.

„გასამწვანებლად ადგილები მოსახლეობასთან ერთად შეირჩა. კუმისის ქუჩაზე, ამ ადგილას ადრე ნაგავსაყრელი იყო, მოვაწყვეთ ახალი სკვერი, რომელიც დღეს წიწვოვანი ნერგებით გავამწვანეთ. აქციის ფარგლებში ნერგები სხვადასხვა ქუჩაზე დაირგვება“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, გამწვანების აქციის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში 200 წიწვოვანი ნერგი დაირგო.