ახალი საინვესტიციო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად

მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ახალი საინვესტიციო ფონდი Gazelle Finance შეიქმნა. ფონდი Eurasia Foundation-ის პროექტია, რომელიც მუშაობას რეგიონის ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და ყირგიზეთში წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ახალი ფონდი ე.წ. "გაზელებს" დააფინანსებს - ბიზნესებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვთ. Gazelle Finance მცირე და საშუალო ბიზნესს ორი ტიპის დაფინანსებას შესთავაზებს - სესხს და კაპიტალში ინვესტირებას. როგორც ფონდში აცხადებენ, საპროცენტო განაკვეთები საბაზროს უტოლდება, თუმცა ბანკებთან შედარებით ნაკლები უზრუნველყოფა იქნება მოთხოვილი. Gazelle Finance-ის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნება. ფონდი საინვესტიციო საქმიანობას 2016 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე