კომპანია „ჯიბე ქეშ ენდ ქერი“ თბილისში კიდევ ერთ ობიექტს გახსნის

საბითუმო-სავაჭრო კომპანია“ ჯიბე ქეშ ენდ ქერი“, რომელიც  12 აუთლეტ მაღაზიას აერთიანებს, თბილისში კიდევ ერთ სავაჭრო ობიექტს გახსნის.

ობიექტის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

2015 წელს 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული ინვესტიცია, მოხმარდება ქვეყანაში ვაჭრობის ზრდასა და ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. კომპანიაში 200 მეტი ადგილობრივი კადრია დასაქმებული.