უმუშევრობის ყველაზე მაღალი და დაბალი დონის მქონე ქვეყნები

მსოფლიოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ყატარშია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონემ საშუალოდ 0.3% შეადგინა. მეორე ადგილს ამ კუთხით, კამბოჯა იკავებს 0.4%-ით, მესამეს - რუანდა 0.6%-ით, მეოთხეს კი ტაილანდი 0.9%-ით. ამ ქვეყნების გარდა, უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა ასევე ბენინი (1%), ლაოსი (1.4%), გვინეა (1.8%) და მაკაო (1.5%).

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალია უმუშევართა რიცხვი, პირველ ადგილზე 2014 წლის მონაცემებით, მავრიტანია გავიდა 31%-ით. მეორე ადგილას მაკედონია და ბოსნია და ჰერცოგოვინაა. ამ ორ ქვეყანაში უმუშევრობის ერთი და იგივე მონაცემი - 27.9% დაფიქსირდა.

უმუშევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა ევროკავშირის ორი ქვეყანა - საბერძნეთი (26.3%) და ესპანეთი (24.7%).

განაგრძეთ კითხვა