Check in Georgia-ს ფარგლებში, ჯაზფესტივალი და Gem Fest დაფინანსდა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, Check in Georgia-ს ფარგლებში, ჯაზფესტივალი და ასევე Gem Fest დაფინანსდა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, აღნიშნულმა ფესტივალებმა ყველაზე მაღალი ეკონომიკური სარგებელი აჩვენეს.

”ჯაზფესტივალი და ასევე Gem Fest დაფინანსდნენ Check in Georgia-ს ფარგლებში. ეს მოხდა იმისთვის, რომ როგორც მასშტაბი, ასევე პროგრამირების თვალსაზრისით, ფესტივალები გაზრდილიყო იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური სარგებელი რეგიონში სწორედ ამ ფესტივალებმა აჩვენეს”, - განაცხადა გიორგაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, როგორც ბილეთებიდან შემოსული, ისე სასპონსორო თანხები გამოიყენება იმისთვის, რომ ბიუჯეტზე ზეწოლა შემცირდეს.

”როგორც ბილეთებიდან შემოსული, ისე სასპონსორო თანხები, რომელსაც ჩვენ ახლო მომავალში დაავანონსებთ, სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ ბიუჯეტზე დაწოლა შემცირდეს და სწორედ ეს თანხები იყოს გამოყენებული ბიუჯეტის თანხების მაგივრად”, - განაცხადა გიორგაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, პროექტის Check in Georgia-ს ბიუჯეტს კიდევ 3 მლნ ლარი დაემატა.

მისივე თქმით, ბილეთებიდან შემოსული თანხა ამავე ჯგუფების ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

გარდა ამისა, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ჯაზფესტივალის დაფინანსების ფონდი 2 მილიონი უნდა ყოფილიყო და ახლა 2 მილიონ ნახევარს გადაცდა მაშინ, როცა წინა წლებში მისი ხარჯები 600 000 ლარს შეადგენდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე