რამდენს უხდიან მსხვილი კომპანიები ახალბედა თანამშრომლებს

ახალბედა თანამშრომელბისათვის ყველაზე მაღალი ანზღაურებით კომპანიებს შორის Amazon ლიდერობს.

ამის შესახებ IB Times იუწყება.

კომპანია Emolument.com-ის კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში Amazon-ში მუშაობის დაწყების დროს კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს წლიური სახელფასო პაკეტთ რომელიც 130 ათასს დოლარს შედგენს და საიდანაც 15% „კარგი მუშაობისთვის“ გათვალისწინებული ბონუსებია.

სასურველი სამსახურების რეიტინგში მეორე ადგილზეა Apple, სადაც ახალბედა თანამშრომელებისთვის საშუალოდ 120 ათასი დოლარია გათვალისწინებული, ხოლო სამეულს ასრულებს Google, სადაც საშუალო წლიური სახელფასო შემოსავალი 105 ათასს დოლარს უდრის.

ათეულში ასევე მოხვდნენ კომპანიები Cisco, Microsoft, Oracle, Telefonica, Orange, SAP და IBM.

კოკა კვირკველია