ირიგაციის თანამედროვე მეთოდებზე მარნეულში შეხვედრა გაიმართა

ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანია გრძელდება. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

უწყების ინფორმაციით, ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

მათივე ცნობით, მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.