საბანკო სექტორი ლარიზაციის ხელშეწყობის მექანიზმად საფონდო ბირჟის განვითარებას მიიჩნევს

საბანკო სექტორი ლარიზაციის რეალური ხელშეწყობის მექანიზმად საფონდო ბირჟის განვითარებას მიიჩნევს. "თი ბი სი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ლარიზაციის წახალისების მიზნით, სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ცვლილება ლარში გაცემული სესხების რაოდენობას მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის. მისი თქმით, ამისთვის სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტის ამოქმედებაა საჭირო. ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირება მოსახლეობისთვის სავალუტო რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე