რა საფრთხეებია საგადასახადო ამნისტიით 2 მილიარდი ლარის ჩამოწერის პროცესში?

სპეციალისტები საგადასახადო ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილი დავალიანების მასშტაბური ჩამოწერის პროცესში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, ჯამში დაახლოებით 100 ათასი გადასახადის გადამხდელისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანების ჩამოწერა დაუსაბუთებელია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საგადასახადო ამნისტია შესაძლოა გადასახადის გადამხდელებისთვის არასწორი სიგნალი იყოს. ამასთან, არასამთავრობო სექტორი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მოცულობის საგადასახადო ამნისტია პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე