დღეიდან თბილისში მტკვრის დონე დაიწევს

დღეიდან, 15 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. როგორც კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, 4 დღის განმავლობაში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმური გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს, ასევე მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა.

სამუშაოების მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და 3 დღის განმავლობაში ორთაჭალჰესი.

”გეგმური გარეცხვის სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. აღნიშნული სამუშაოები, ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან” და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.