მცხეთაში 3000-მდე ყვავილი დარგეს

მცხეთაში 3000-მდე ყვავილის ნერგი დარგეს. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მერიის კეთილმოწყობის სამსახური, მცხეთაში სკვერების დეკორატიულ-გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის, ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ ნაწილში 3000-მდე ყვავილი დარგეს. ყვავილები დაირგა შადრევანთან, სკვერში და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ქალაქის იერსახის გასალამაზებლად მცენარეთა დარგვა მომავალშიც გაგრძელდება. ყვავილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახური განახორციელებს.