ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2068 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2068 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2068 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2126 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5038 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5213 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0175 ლარი შეადგინა.