ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ინდიკატორები განიხილეს. ასევე, საუბარი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.