ტრენინგ-ცენტრი Georgian Business School ქართული ბიზნეს სკოლა ორდღიან სემინარს ატარებს

"ფორმენი" - წარმატებულ ფინანსისტთა ჯგუფის საინტერესო შემოთავაზება

ფინანსისტთა ჯგუფის გარშემო დაარსებული შპს "ფორმენი", რომელიც 2007 წელს დაფუძნდა, უკვე მეცხრე წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ბიზნეს ჯგუფებისათვის საფინანსო მომსახურებას ასევე წარმატებით ახორციელებს. კერძოდ, გასულ წლებში, შპს "ფორმენის" საფინანსო მომსახურებით, ბუღალტრული მომსახურებითა და საგადასახადო კონსულტაციით 100-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ამ დროისთვის ორგანიზაციაში 40-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. ამასთან, ორგანიზაცია ინტენსიურად თანამშრომლობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ატარებს შიდა ტრენინგებს და მაქსიმალურად მოტივირებულია წინსვლისთვის. ამის ნათელი მაგალითია, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების (მშენებლობა, მომსახურება, ტურიზმი, წარმოება და სხვა) ერთგულ კლიენტთა წარმომადგენლობითი რაოდენობა. ამ მხრივ მოწინავე კომპანიებად შეიძლება დასახელდეს შპს "აგრიკომი", შპს "გლობალ მილინგი", სს "ელმავალმშენებელი", შპს "ლთბ", "ვივა ჯგუფი", შპს "ელიფ ტექსტილი", შპს "ს&რ 1969", შპს "მუზენიდის თრეველ", შპს "ჯი & ჯი პროდაქშენი"... 2016 წელს კომპანიამ სიახლეებზე გადაწყვიტა აქცენტირება, - გვინდა ჩვენი გამოცდილება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული bpnუნარ-ჩვევები ფინანსურ სფეროში მოღვაწე პირებს გავუზიაროთ; ასევე, გავუკვალოთ გზა და მოვამზადოთ დარგის მომავალი სპეციალისტები.

სწორედ ამისთვის დაარსდა ტრენინგ-ცენტრი Georgian Business School/ქართული ბიზნეს სკოლა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეისწავლონ ან აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგ სპეციალობებში: ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლები, საგადასახადო დაბეგვრა, ზოგადი სამართალი, მათემატიკა ბიზნესში, ბიზნესის შეფასება. ცენტრში მოწვეულნი არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე საუკეთესო სპეციალისტები: ირაკლი ხაბეიშვილი, თეა კბილცეცხლაშვილი, მერაბ მიქელაშვილი, კონსტანტინე გორბატკოვი, ვახტანგ ცხომელიძე, თემურ მაქაცარია, დავით ასლანიშვილი, მარიამ ქოიავა... რაც შეეეხება, ცენტრის პირველ აქტივობას, ეს არის ფინანსური მართვის ორდღიანი პრაქტიკული სემინარი, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს სემინარის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ბმულზე

https://www.facebook.com/events/1779402922296148/

(R)