უნდა შეჩერდეს თუ არა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვა?

მთავრობა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვს. როგორც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში უნდა იყოს და ამ მიზნით მისი დამუშავება უნდა გაგრძელდეს. კანონპროექტის ინიციატორ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში კი აცხადებენ, რომ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესსექტორის ძირითადი შენიშვნები გათვალისწინებულია და მისი განხილვის შეჩერების მიზეზი არ არსებობს. კანონპროექტის არსებული რედაქციით, მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილი პროდუქცია 7 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. წინასწარი გათვლებით, ახალი აპარატის ფუნქციონირებისთვის წელიწადში ბიუჯეტიდან დაახლოებით 800 ათასი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე