10 კრეატიული ბეჭდური რეკლამა (+ფოტო)

სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის ზრდასთან ერთად, ერთი შეხედვით ბეჭდური რეკლამა დავიწყებას მიეცა, თუმცა ეს უკანასკნელი მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.

კარგი ბეჭდური რეკლამა კვლავაც ისეთი აქტუალურია, როგორც წლების წინ. რა განსხვავებაა კარგსა და ცუდ რეკლამას შორის? - ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მომხმარებელი დღეში საშუალოდ 362 რეკლამას ნახულობს, თუმცა ნანახი რეკლამის მხოლოდ 3% ახდენს მასზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებს. რეკლამის სპეციალისტთა თქმით, კარგი რეკლამა პირველ რიგში, უნდა იყოს გამორჩეული და ადვილად დასამახსოვრებელი და მეორე - მომხმარებელი ბრენდის ლოგოტიპის გარეშეც კი უნდა მიხვდეს, რის რეკლამას ნახულობს.

გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო და კრეატიულ ბეჭდურ რეკლამას.

იხილეთ ფოტოგალერეა