ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები ინიშნება

1-ელი ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია “SkyBus” ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას დაიწყებს.

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ.

„რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება: აქტობე-ბათუმი-ასტანა; კიზილორდა-ბათუმი-აქტობე; შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა; აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი; ატირაუ-ბათუმი-აქტაუ; ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ; კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა; ასტანა-ბათუმი-კუსტანაი. ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.