თბილისის მერია ქალაქში ტროტუარების რეაბილიტაციას აგრძელებს

თბილისის მერია ქალაქში ტროტუარების რეაბილიტაციას აგრძელებს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე არსებული ბორდიურების დემონტაჟი დასრულებულია.

მიმდინარეობს პანდუსების აღდგენა და ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობა.

სამუშაოები გზის ორივე მონაკვეთზე (1712 მ2) ხორციელდება. ბიუჯეტი: 126 559,21 ლარია.