ბრიუსელში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), ბრიუსელში 1 ივნისს გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღო.

შესაბამის ინფორმაციას ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპონდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე დებატები მომავალ კვირას გაიმართება.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც მაშინ რიკარდ იოზვაკი იტყობინებოდა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.