ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მაისში მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 131 941 ლარი დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მაისის თვეში, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 131 941 ლარი დაფინანსება გასცა.როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 358 ბენეფიციარს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 358 მოქალაქის დასაფინანსებლად გაიხარჯა 80 926 ლარი, ხოლო საკრებულომ ბენეფიციარების საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის 51 015 ლარი გამოყო.

გამგებლის განმარტებით, გასულ თვეს 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრებ 44 შეზღუდული შესაძლეობლობის მქონე ვეტერანს საჩუქრად 100 ლარი ჩაერიცხათ. ბავშვთა დაცვის დღეს კი დედ-მამით ობოლ ბავშვებს 200 ლარი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს პროგრამების ფარგლებში დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს.