მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავიაბილეთი იყიდება

ავიაკომპანიამ Etihad Airways-მა ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთი გამოიტანა გასაყიდად. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება.

რეისზე ლონდონი-მელბურნი მსურველს ამ ავიაბილეთში 80,5 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. ფრენა შესრულდება Airbus A380-800-ით. ის, ვინც ამ თანხას გადაიხდის, ცაში ნამდვილი პენტჰაუსი ელოდება. ავიალაინერში განთავსებულია სპეციალური ნომერი სამი ოთახით, რომელშიც შედის საძინებელი, სტუმრების ოთახი და სააბაზანო. მგზავრის განკარგულებაში იქნება დიდი ორადგილიანი საწოლი, (რაც სიახლეა ავიაკომპანიების ბაზარზე) ასევე ორი ტელევიზორი. ამას გარდა, მას მოემსახურება პირადი მზარეული და ერთი მსახური.

Daily Mail-ის ცნობით, ყველაზე ძვირად ღირებული ავიაბილეთების აქამდე არსებული რეკორდი 75,9 ათასი დოალრი იყო, რომელიც ნიუ-იორკი - მუმბაის რეისზე გაიყიდა.

კოკა კვირკველია