თბილისის ზღვასთან ეკოქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. მილიარდი დოლარის საინვესტიციო ღირებულების მინი-ქალაქის პროექტის შესახებ "ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" ისაუბრა. გიორგაძის განცხადებით, ამჟამად პროექტის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ეკოქალაქის პროექტის განხორციელებაში საპარტნიორო ფონდის ჩართვაც იგეგმება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე