გუდამაყრის #2-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გუდამაყრის #2-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროსგან კომუნალური პირობების გაუმჯობესებას და ყოფილ კარდიოლოგიურ კლინიკაში, სადაც ისინი ამჟამად შესახლებულები არიან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეყვანას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, გუდამაყრის #2-ში მდებარე კარდეოლოგიური კლინიკა თავის დროზე დავალიანების გამო გაკოტრდა, აღნიშნულ შენობაში სოციალურად დაუცველები 2012 წელს შესახლდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, სწორედ მას შემდეგ ვერ ხერხდება შენობაში ელემენტარული კომუნალური პირობების შექმნა.

აქციის მონაწილეთა თქმით, გუდამაყრის #2-ში 120-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.