სოფელ ახალშენში რამდენიმე პროექტი დასრულდა

სოფელ ახალშენში რამდენიმე პროექტი დასრულდა, - ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა სოფელ ახალშენში რამდენიმე დასრულებული პროექტი დაათვალიერა. მათ შორის ახალშენის ხიდი და 2015 წლის ნოემბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ეთერ ხარებაშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აშენდა.

”მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელში წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. აღნიშნული პროექტი ივნისის თვეში დასრულდება და მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.