ბიძინა ივანიშვილი - ორნახევარჯერ მეტი სწრაფმავალი გზები კეთდება და 14%-ით უფრო იაფად იგება

სწრაფმავალი გზები ორნახევარჯერ მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა და 14%-ით უფრო იაფად იგება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მშენებლობის ტემპები გაცილებით დიდია - თბილისში 70%-ით მეტია, ბათუმში - 76%-ით, ზოგადად საქართველოში კი 56%-ით.

”უნდა ნახოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხები ერთ კვადრატულ მეტრზე, რამდენად იაფად და ხარისხიანად შენდება. აქვე გავიხსენებდი სწრაფმავალ გზებს, რომელიც ორ ნახევარჯერ მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა და 14%-ით უფრო იაფად იგება. ეს 14% 4 წლის განმავლობაში დაახლოებით, 140 მილიონ ლარს შეადგენს. დაახლოებით, მილიარდი დაიხარჯა ამ სწრაფმავალი გზების მშენებლობაზე”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 700-ზე მეტი საწამო გარემონტდა, ამოქმედდა და ახალი აშენდა, მათ შორის, 129 საწარმო ”სტარტაპით” აშენდა და 55 000 სამუშაო ადგილი გაჩნდა.