დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ყაზახეთს ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ყაზახეთს ეწვია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვთან, ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრ ასეტ ისეკეშევთან და ყაზახეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

ხვალ საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ყაზახეთის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.